ბესიკ ამირანაშვილი მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას დაესწრო

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. სამცხე-ჯავახეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები და საერთო კრებები გრძელდება.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა და ეს მისასალმებელია. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი პრიორიტეტული პროექტი განხორციელდება. მოსახლეობა თავად განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პროექტის განხორციელებას დაუჭერს მხარს,” – აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისთვის, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ეყარა კენჭი. ხმათა უმრავლესობით დასახლებებში შემდეგი პროექტები შეირჩა:
გურკელი- გარე განათების მოწყობა;
წინუბანი – გარე განათების მოწყობა;
აგარა – სასმელი წყლის რეზერვუარისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
საყუნეთი – გარე განათების გაგრძელება და ცენტრალურ ქუჩაზე მილხიდის მოწყობა;
ზიკილია – სანიაღვრე არხის მოწყობა.

Visited 147 times, 1 visit(s) today