ბესიკ ამირანაშვილი საკარანტინე ზონაში არსებულ სასტუმრო „grand palace“-ში – პერსონალს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეში, სადგურის მიმდებარედ საკარანტინე ზონაში არსებულ სასტუმრო „grand palace“-ში – პერსონალს შეხვდა და არსებულ სიტუაციას გაეცნო. საქართველოში უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი დაწესდა. რეგიონში აბასთუმნის გარდა, საკარანტინე ზონა ბაკურიანის სამ და ახალციხის ერთ სასტუმროში მოეწყო.

„ყველა ის პირი, რომელიც განთავსებულია კარანტინში, არ აღენიშნებათ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები. პრემიერ-მინისტრის დავალებით პირად კონტროლზე გვყავს აყვანილი საკარანტინო ზონები, სადაც განვათავსებულნი არიან ჩვენი მოქალაქეები. 24 საათის განმავლობაში მორიგეობს ეპიდომიოლოგთა ჯგუფი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკარანტინო ზონაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოფნა იყოს მაქსიმალურად კომფორტული“-განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

აღსანიშნავია რომ საკარანტინე ზონებში არსებული პირობები ნამდვილად მისაღებია კარანტინში მყოფი პირებისთვის, სტანდარტი, სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნას და ყველა პირობა დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად.

Visited 151 times, 1 visit(s) today