ბესიკ ამირანაშვილი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

05/02/2019

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელისუფლებასთან ერთად, რეგიონში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მშენებლებს 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნეს, რომელიც მათ მუნიციპალიტეტებთან და საზედამხედველო ორგანიზაციასთან ურთიერთობას გაუადვილებს.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი პროექტებს ჩაეყარა საფუძველი და სამომავლო პროექტების ხარისხიანი შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრები ტრადიციული ფორმას მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0