ბესიკ ამირანაშვილი სოფლის კრებებს დაესწრო

25/02/2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებებს, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეებთან, შალვა ბერძენიშვილთან, შოთა როსტიაშვილთან და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა მელიქიძესთან ერთად დაესწრო. გურკელის, წინუბნის, აგარის, საყუნეთისა და ზიკილის მოსახლეობას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები ადგილობრივებს გააცნეს, იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე. მოსახლეობამ შეხვედრებზე თავად გადაწყვიტეს თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს პროგრამის ფარგლებში. ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0