ბესიკ ამირანაშვილი, ფხეროს, ვარხანის, ლელოვნისა და უდეს მოსახლეობას შეხვდა

22/09/2019

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი,ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების ფხეროს,ვარხანის,ლელოვნისა და უდეს მოსახლეობას შეხვდნენ, მათთან ერთად განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. სოლომონ პავლიაშვიმა პროექტებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა.
აღნიშნულ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს: სოფელ ლელოვანში ამბულატორიის და გზის რეაბილიტაცია, სოფელ უდეში შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის ქსელის მოწყობა, გარე განათების ქსელის მოწყობა, სკოლისა და საბავშო ბაღის სველი წერტილების მოწყობა. სოფელ ფხეროში გზის რეაბილიტაცია, გზაზე დამცავი ბარიერების მოწყობა, სკოლის საპირფარეშოს მოწყობა. სოფელ ვარხანში ამბულატორიის და გზების რეაბილიტაცია, საბავშო ბაღის სახურავის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია

Tweet about this on TwitterShare on Facebook0