ბესიკ ამირანაშვილი N 5 ბაღში ინვენტარის გადაცემის პროცესს დაესწრო

31/10/2018

სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა ქ. ახალციხის N5 ბაღი მოინახულა და ინვენტარის გადაცემის პროცესს დაესწრო. ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ, ყველა ბაღისათვის,სათამაშოები, წიგნები, საბავშვო და საოფისე სკამები შეიძინა. პროექტის ღირებულება 53 000 ლარია. აღნიშნულ ბაღში სულ 253 აღსაზრდელია. ახალციხის მუნიციპალიტეტში 25 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და 2024 აღსაზრდელია. ინვენტარის ბაღებში დარიგება ეტაპობრივად ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0