ბესიკ ფარცვანიამ სანიაღვრე არხისა და ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

25/01/2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მეუნარგიას ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ლეგია, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 14 900 ლარს. სამუშაოებზე დასაქმებულია ათამდე ადგილობრივი მუშახელი. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ლუკავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0