ბესიკ ფარცვანია საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

14/11/2017

ბესიკ ფარცვანია მერის უფლებამოსილებას 13 ნოემბრიდან ასრულებს. დღეს 14 ნოემბერს კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა. საბჭოს სხდომაზე წევრებმა მოისმინეს 2017 წლის ბიუჯეტით განხორციელებული პროექტები და განიხილეს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები. რომელზეც ისაუბრა მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა კორნელი კვარაცხელიამ.
საბჭოს წევრმა ლირა ღურწკაიამ კი ისაუბრა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საკონსულტაციო საბჭო არის მერიის გამჭვირვალობის, მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო, რომელიც მოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0