ბიზნესის წარმომადგენლები აუდიტის რეგლამენტირების პროექტს გაეცნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გაიმართა შეხვედრა შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული აუდიტორიისათვის საგადასახადო შემოწმების პროცედურების რეგლამენტის პროექტის გაცნობა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილეები მამუკა ტერაშვილი და ვახტანგ ლაშქარაძე, აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ბაქარ დევდარიანი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა ვალიშვილი.
აუდიტის რეგლამენტირების პროექტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შეიმუშავა, შეხვედრის მონაწილეებს ბაქარ დევდარიანმა წარუდგინა. საქმიანი წრეების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები შეთავაზებულ ინიციატივებთან დაკავშირებით.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Visited 219 times, 1 visit(s) today