საკრებულოს ბიუროს წევრები დღეს აღმასრულებელი რგოლის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების ანგარიშებს გაეცნენ.
წლის განავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ხათუნა სურგულაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა – პავლე ჭყონიამ და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თავაძემ წარმოადგინეს.
ხვალ საკრებულოს ბიურო შიდა აუდიტის სამსახურის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის, ასევე, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიშებს მოისმენს. .
სამსახურის უფროსები ანგარიშებს საკრებულოს მორიგ სხდომაზე კიდევ ერთხელ წარადგენენ.
ბიურომ გამგეობის სამსახურების შემაჯამებელი ანგარიშები მოისმინა
Visited 174 times, 1 visit(s) today