ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება, – განაცხადა ეკა ბესელიამ ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ. მისი განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის. ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ინახავდა.

“ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება. პროცესი მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, თავად ბოტანიკური ბაღისთვის უკეთესი და უფრო სასარგებლო პირობებით. მოტივაცია არის ერთადერთი, რომ სარგებელი ნახოს ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც ღირებულია ბაღი და ბუნება”, – განაცხადა ბესელიამ.

Visited 128 times, 1 visit(s) today