ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეის მდგომარეობით, ტურისტებს და მომლოცველებს ავტოტრანსპორტს გაჩერება უწევთ მონასტრის წინა მოედანზე, არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას, რის გამოც იქმნება საცობი.
პროექტის შესაბამისად ეწყობა ორდონიანი ავტოსადგომი, შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემა, გათბობა-ვენტილაცია, შიდა და გარე განათება, ვერტიკალური გეგმარება. სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის იანვარში დასრულდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 1.8 მილიონი ლარია.