ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2019“ უმასპინძლებს

28 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2019“ უმასპინძლებს. დღესასწაული ბოლნისის ისტორიულ უბანში გაიმართება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და სხვადასხვა კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი აქტივობებით იქნება დატვირთული.
მთავარი კულტურული ღონისძიება 17:30 საათზე დაიწყება. თქვენს წინაშე ლეგენდარული “ქართული ხმები” და თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგებიან. არ გამოტოვოთ ყველაზე მასშტაბური და დასამახსოვრებელი ღონისძიება, რომელიც თქვენია!

Visited 73 times, 1 visit(s) today