ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს

08/05/2020

ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, კორონავირუსის შესახებ, აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოხალისეებთან ერთად, COVID-19-ის შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო პლაკატები ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში გააკრა. პლაკატებზე კორონავირუსის გადაცემის გზებისა და თვითიზოლაციის წესების შესახებ ყველა საჭირო ინფრომაციაა განთავსებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0