ბოლნისის მუნიციპალიტეტში 1300 აღსაზრდელი სკოლამდელი განათლების მომსახურებას მიიღებს

11 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების 11 საბავშვო ბაღში და სოფ. ნახიდურის სკოლამდელი განათლების დღის ცენტრში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განახლდება.
სკოლამდელი განათლების მომსახურებას წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 1300 აღსაზრდელი მიიღებს. მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მოგვიანებით განახლდება N2 საბავშვო ბაღში, რომლის აღსაზრდელთა ნაწილი „სტუმრის“ სტატუსით სხვადასხვა ბაღებში არიან გადანაწილებულები.

Visited 166 times, 1 visit(s) today