2018 წლის 15 დეკემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში “სტუდია მონიტორი“-ს მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება გავიდა.
“ბოლნისის მერის საეჭვო გარიგებები“,- ასე ერქვა 15 წუთიან ვიდეო მასალას, სადაც ჟურნალისტი ძირითადად პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტენდერებში ნეპოტიზმი და კორუფციაა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ცალსახად უარყოფს სიუჟეტში გაჟღერებულ ყველა მოსაზრებას და ღიად აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ვფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნული მედია საშუალება, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ახორციელებს გამიზნულ კამპანიას, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული. სწორედ ამიტომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი და მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი “სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი და მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სტუდია მონიტორი -ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ
Visited 84 times, 1 visit(s) today