ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მუსლიმი მრევლისთვის “იფთარი” გაიმართა

მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს მუსლიმი მრევლისთვის იფთარი (მარხვის ვახშამი ) გაიმართა. რამაზანის თვე აზერბაიჯანელ სტუმრებს ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა მიულოცეს. იფთარს მუფთები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას დავით შერაზადიშვილმა და გოგი მეშველიანმა მიმართეს, წმინდა რამაზანის თვე მიულოცეს და ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მრავალწლიან მეგობრობას გაუსვეს ხაზი.
რამაზანის თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. მძიმე მარხვის პერიოდი მუსლიმებისთვის რამაზან-ბაირამის დღესასწაულით დასრულდება.

“ჩვენს მუსლიმ მეგობრებს მინდა მოგილოცოთ წმინდა რამაზანის თვე და გულითადად გიმასპინძლოთ იფთარის სუფრით. ჩვენ მეგობრულ გარემოში ვცხოვრობთ მრავალი წელია და პირველ რიგში გამოვხატავთ ერთმანეთის ტრაციდიებისა და რწმენის პატივისცემას”,-აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.

Visited 145 times, 1 visit(s) today