ბოლნისში, დიმა ლაზარეშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ბოლნისში ლაზარეშვილის ქუჩის მცხოვრებლებს წლების მანძილზე არსებული პრობლემა უგვარდებათ. სანიაღვრე ქსელის არ არსებობის გამო წვიმის დროს ნიაღვარი მოსახლეობის ეზოებში შედიოდა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე წელია დაიწყო. ლაზარეშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დასრულების ეტაპზეა, რის შემდეგაც მოეწყობა საკანალიზაციო სისტემები და მოპირკეთდება შიდა გზები.

Visited 115 times, 1 visit(s) today