ბოლნისში, სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

16/08/2017

ქალაქ ბოლნისში, სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,პრიორიტეტი” განახორციელებს.
ამ ეტაპზე 600 გრძივ მეტრზე ბაზალტის ქვით მოპირკეტება ხორციელდება.
მოეწყობა ტორტუარები და სანიაღვრე ცხაურებიც.
პროექტის განხორციელებისას 30-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
სააკაძის ქუჩის ქვაფენილით მოპირკეთების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0