ბოლნისში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩუქარი ბოლნისის მოსახლეობას- დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კონცერტზე დამსწრეთა წინასაახალწლო განწყობაზე ჯგუფი “ფრანი“ ზრუნავდა.
ღონისძიების მსვლელობისას შეკრებილებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მიმართა და დამდეგი 2019 წელი მიულოცა. კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

“მოგესალმებით ყველას, მინდა მთელი გულით მოგილოცოთ დამდეგი 2019 წელი. ეს წელი ყოფილიყოს თქვენი იმედებისა და სურვილების ახდენის წელი. დოვლათს და ბარაქას ვუსურვებ თითოეული თქვენგანის ოჯახს! ადგილობრივი თვითმმართველობა ზრუნავს თქვენთვის უკეთესი გარემოს შექმნაზე და მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელსაც, თქვენი სურვილების გათვალისწინებით, არაერთი საჭირო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. მინდა მადლობა გადავუზადო არაჩვეულებრივ შემსრულებლებს დღევანდელი კონცერტისთვის, ასე რომ ზრუნავენ ჩვენთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგს!”-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

Visited 96 times, 1 visit(s) today