ბოლნისში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბოლნისში კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარეთან და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად, სოფელ რაჭისუბანში მდებარე საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ და დაკარგულ ბოლნისელ მეომართა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მერიის წინ მდებარე სცენაზე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლებმა და “ერთობამ“ მიიღეს.
ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და დღევანდელი დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, რეწვის ოსტატების, თანამედროვე ფოტოგრაფის, ყვავილების, ხელოვანი ბიბლიოთეკარების ნამუშევრებისა და ეროვნული სამოსის გამოფენა, მხიარული სტარტები და სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობები.
ღონისძიების დასასრულს კი კულტურის სახლის სცენაზე გაიმართა წარმოდგენა „ასი წელი თავისუფლების გზაზე“.

Visited 197 times, 1 visit(s) today