ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება

13/02/2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ამჯერად სოფელ ფოლადაურის, სამწევრისის, ზემო ბოლნისისა და სოფელი ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა. სოფელ ფოლადაურში მოსახლეობასთან მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს, “სოფლის მხარდაჭრის პროგრამით“, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მოხდება და ერთ უბანზე გარე განათების ქსელი მოეწყობა. სამწევრისში სასმელი წყლის მილის მონტაჟი განხორციელდება. ზემო ბოლნისში სანიაღვრე არხი გაკეთდება და სასაფლაო შემოიღობება, სოფელ ბოლნისში კი ცენტრალურ უბნებზე სანიაღვრე არხის მოწყობა და სოფლის ერთ უბანზე გარე განათების ქსელის დამონტაჟდება იგეგმება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0