ბორჯომისა და აბასთუმნის ხეობებში ხანძარი ნამდვილად იყო ჰუმანიტარული კატასტროფა

05/09/2017

”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბორჯომისა და აბასთუმნის ხეობებში ხანძარი ჰუმანიტარული კატასტროფა იყო.
მისივე თქმით, ასეთ დროს იხსნება ჰუმანიტარული დერეფანი.
”ასეთ დროს ორივე მხარე, რომელიც ერთი დღით ადრე იარაღით ებრძოდა ერთმანეთს, თანხმდება, რომ შეწყვიტონ ცეცხლი; მოახდინონ ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება და მეორე დღეს ისინი ისევ ერთვებიან ომში.
როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა შემიძლია გითხრათ, რომ ყველა დროის, ყველა სახელმწიფოსა და ხალხების ომების ისტორიაში, პაპუასების ჩათვლით, არსებობს ომის დაუწერელი კანონები. ჰუმანიტარული კატასტროფის შემთხვევაში, მეომარი მხარეებიც კი ელაპარაკებიან ერთმანეთს, როგორც ეს მოხდა სირიაში. ხანძარი ბორჯომისა და აბასთუმნის ხეობებში ნამდვილად იყო ჰუმანიტარული კატასტროფა“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ”ქართველები „ნაციონალური მოძრაობის“ პიარის დამსახურებით, რომელსაც აყოლილია „ქართული ოცნებაც“, იმის შიშით, რომ მათზე ნაკლები ევროპელები, პროდასავლელები და პროამერიკელები არ გამოჩნდნენ, საერთოდ ამოსაღებია ცივილიზებული სახელმწიფოების სიიდან”.
” აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნებისმიერი მათგანის ქონების გადარჩენის საკითხი რომ იდგეს, დასახმარებლად მისულ მეხანძრე-მაშველს პასპორტსა და ეროვნებას არც ერთი არ შეუმოწმებს, მაგრამ ბორჯომი და აბასთუმანი მათ არ ანაღვლებთ. უმნიშნველოვანესია, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს, ხოლო ამის შემდეგ გავარკვევ ურთიერთობას ოკუპანტი იქნება მტერი თუ მოყვარე, მაგრამ ამას გამბედაობა, ვაჟკაცობა, კომპეტენცია და ქვეყნის სიყვარული სჭირდება“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0