ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სააღდგომოდ 388 ბენეფიციარს საჩუქრად 100 ლარი გადასცა

28/04/2016

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 388 ბენეფიციარს საჩუქრად 100 ლარი პირად ანგარიშებზე ჩაერიცხათ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია მრავალშვილიან (ოთხ და მეტ შვილიანი) ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს, მარტოხელა დედებს, დიდ სამამულო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, დიდ სამამულო ომში მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, ავღანეთის ომის ვეტერანებსა და საქართველოს მთლიანობისათვის ომის I და II ჯგ. შშმ პირებს ( მათ შორის დევნილებსაც). დახმარება გადაეცათ ასევე ჩერნობილის ავარიის დროს დაზარალებულებსა და 9 აპრილის მიტინგის დარბევისას მოწამლულ 2 პირს.
ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ როგორც აღდგომის ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.
მუნიციპალიტეტში კიდევ 16 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერა წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0