სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელთან შოთა როსტიაშვილთან, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან, ბორჯომის მერის მოადგილესთან სოსო რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტში,ბაკურიანში,ციხისჯვარში და ანდეზიტში მოსახლეობას შეხვდნენ. სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით”, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად რომელი ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას. შეხვედრაზე დაბა ბაკურიანში პრიორიტეტად სკვერის რეაბილიტაცია დასახელდა, ანდეზიტში ადგილობრივებმა მხარი წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგებას დაუჭირეს, ციხისჯვარში კი მოსახლეობამ სასაფლაოს შემოღობვა მოითხოვა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს, ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით.