სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ბორჯომის პარკის განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პარკის განვითარების კონცეფციის ასარჩევად მოსახლეობის ინტერაქტივი ჩატარდა, რომელიც ტელეკომპანია „ბორჯომის“ ვებგვერდზე მიმდინარეობდა. მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს მათთვის უფრო მისაღებ პროექტს. ბორჯომის პარკის განვითარებისთვის მოქალაქეების მიერ გამოვლენილი და გამარჯვებული კონცეფციის ავტორი უახლოეს მომავალში საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდება. შემაჯამებელ შეხვედრაზე კომისიამ სწორედ საორგანიზაციო საკითხები განიხილა.
Visited 70 times, 1 visit(s) today