ბორჯომში აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ტექნიკა შემოვიდა

23/08/2017

ბორჯომის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილით ახალი ტექნიკით განახლდა. ადგილზე უკვე მუშაობს ხუთი ვერტმფრენი, ძალიან მალე ბორჯომის ხეობაში ბელარუსის ვერტმფრენიც ჩაფრინდება. ქართულ ტექნიკასთან ერთად აზერბაიჯანიდან 11 ერთეული სახანძრო მანქანაა ჩამოყვანილი, 13 ერთეულია – სომხეთიდან, აქედან 4-4 მაღალი გამავლობის მანქანებია, რომლებსაც ტყეში მუშაობის პრობლემა არ აქვთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0