ბორჯომში კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

11/08/2017

ბორჯომში კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
შენობის გარე ფასადზე მოსაპირკეთებელი და შემინვის სამუშაოები თითქმის დასრულებულია. თოჯინების თეატრში კი შიდა რემონტი ხორციელდება. თეატრში შეიცვლება ასევე ინვენტარი.
შენობის ფასადზე აგეგმილია კლასიკური ელემენტების მოწყობა. სამუშაოების დასრულება სექტემბრის თვეშია დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0