ბორჯომში მესხეთის ქუჩაზე 1 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

31/08/2017

ბორჯომში მესხეთის ქუჩაზე 1 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ლიკანის დასახლებაში სასტუმრო „რიქსოსიდან“ე.წ. დიდ ხიდამდე განხორციელდა.
მესხეთის ქუჩა ცენტალურ მაგისტრალს წარმოადგენს, სადაც საფეხმავლო ბილიკი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და მოსახლეობის გადაადგილებისათვის პრობლემას წარმოადგენდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტობეტონის ტროტუარები, ასევე ორცხაურიანი კომბინირებული სანიაღვრე ჭა, ბორდიურები, შეკეთდა ქუჩაზე არსებული მოსაცდელი, დღეს უკვე მოსახლეობას მოწესრიგებული საფეხმავლო ბილიკით შეუძლია ისარგებლოს.
ტროტუარი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის.
სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 940 ლარი გაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0