ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი შენობების სახურავების რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, დარჩენილია თორის №6 და წაღვერში თბილისის ქუჩა №29 მდებარე სახლები, სადაც სახურავების აღდგენა 1 კვირის ვადაში მოხდება, ხოლო 15 საცხოვრებელ ბინაზე სამუშაოები მშენებელმა კომპანიებმა უკვე დაასრულეს.
გამგებლის განმარტებით, დასრულებულია ასევე სტიქიის შედეგად დაზიანებული 2 საყრდენი კედლის რეაბილიტაცია, სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული ღელის გაწმენდა.
აღდგენით სამუშაოებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 270 000 ლარი მოხმარდება.
უნდა აღინიშნოს, რომ სტიქიის შემდეგ უმოკლეს დროში მოხდა დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მონახულება და შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო-საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა. პირველ ეტაპზე წვიმისაგან დასაცავად ყველა ობიექტზე განხორციელდა სახურავების დროებითი შეკეთება და მათი ტენტით გადაფარვა.

Visited 188 times, 1 visit(s) today