ბორჯომში ტროტუარების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

28/07/2016

ბორჯომში ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტადიონიდან №6 საჯარო სკოლამდე არსებულ მონაკვეთს.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოები განხორციელდა ქუჩის ორივე მხარეს, გარდა ფეხით სავალი ნაწილისა, ტერიტორიაზე მოეწყო საყვავილეები და მოაჯირები.
ამ ეტაპზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიმდინარეობს ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები. ტერიტორიაზე განთავსდება ასევე ნაგვის ურნები და საპარკე სკამები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 254 670 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0