ბორჯომში 3 ქუჩაზე სხვადასხვა სახის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

10/08/2017

ბორჯომში 3 ქუჩაზე სხვადასხვა სახის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ჭავჭავაძის ქუჩაზე განხორციელდა ძველი ამორტიზირებული ღობისა და აკაკის ქუჩაზე ასასვლელი კიბის რეაბილიტაცია, გურამიშვილის ქ. №6-თან მოეწყო მოაჯირები, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტროტუარზე კი თუჯის ბოძკინტები დამონტაჟდა.
აღნიშნული ქუჩები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0