ბოსტანაში, ძირაგეულში, ღვიარაში და გორში მოსახლეობას შეხვდნენ

25/10/2019

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების:
ბოსტანის, ღვიარის, ძირაგეულისა და გორის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ. მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს და რეგიონში დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღნიშნეს, რომ მათი ამოცანაა, შეხვედრებზე გამოკვეთილი პრობლემური საკითხები,რაც შეიძლება დროულად აღმოიფხვრას.
სოფ.ბოსტანაში და სოფ.ძირაგეულში მოსახლეობის საჭიროებად სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და ჯოხაძეების უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასახელდა, წყლის სათავე ნაგებობის მოწესრიგება გამოიკვეთა სოფ.ღვიარაშიც, სოფ.გორში კი მთავარ პრიორიტეტად გაზიფიცირება დასახელდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, აღნიშნული საჭიროებები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენისას. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების:ბოსტანის, ღვიარის, ძირაგეულისა და გორის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს აგრეთვე, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსახლეობას სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0