ბუნებაში აღდგენის მიზნით, კაკბები გაუშვეს

26/03/2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის ორ ლოკაციაზე, რომლებიც სპეციალისტების მიერ შეირჩა, ჭორვილას აგროკომპლექსში გამრავლებული 200 ფრთა კაკაბი გაუშვეს. კაკბების გაშვების მთავარი მიზანი ბუნებაში ველური სახეობის ფაუნის აღდგენა-გამრავლებაა.პროცესში ჩართულნი იყვნენ სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, უნიკალური ჯიშის ფრინველები სხვა რეგიონებშიც მომრავლდება. პირველ ეტაპზე კი, ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში 2500-მდე ხოხობი და კაკაბია გაშვებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0