გაზპრომის თემაზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისში დღეს, მორიგი სამოქალაქო მოსმენები გაიმართება, თემაზე: “გაზპრომი, როგორც რუსეთის ზეწოლის ბერკეტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე”. სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის ინფორმაციით, სამმხრივ შეხვედრაზე მსმენელების წინაშე მოხსენებით წარსდგებიან წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან.

საქართველოს წარმოადგენს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის სკოლის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე; სომხეთს- პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების სომხური ცენტრის ექსპერტი, სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ასოცირებული ექსპერტი, გამომცემლობა “არავოტ”-ის რუსული ვერსიის რედაქტორი რუბენ მეგრაბიანი, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკა – პოლიტოლოგი ილხამ საფაროვი.

ღონისძიება პროგრამის – “კავკასიის სიმბოლური სასამართლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სამოქალაქო მოსმენები კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის სამსახურში” ფარგლებში ჩატარდება.

პროგრამის მხარდამჭერია ამერიკული ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” (National Endowment for Democracy – NED).

Visited 130 times, 1 visit(s) today