„გაზპრომის“ წინააღმდეგ სააკაშვილის კამპანია მის პირად ინტერესებს უკავშირდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” კამპანია „გაზპრომის” წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს. როგორც prof-news-ს ხაჭაპურიძემ განუცხადა, „სოკარ ჯორჯიას” 49 % ოფშორულ კომპანიებს ეკუთვნის, საიდანაც მილიონობით მოგებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იღებს.

„რეალურად, სააკაშვილი არის რუსეთის ნომრიანი აგენტი, სპეცსამსახურების თანამშრომელი, რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში და მისი მიზანია, პუტინთან ერთად დააქციოს და დაანგრიოს ქვეყანა. არამარტო „გაზპრომთან” დაკავშირებით, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტანკები შემოეყვანა თბილისიდან 40 კმ-ში, კოდორი ჩაებარებინა რუსეთისთვის და ქართველების სისხლი ეღვარა. სანამ ჰააგაში არ დაჯდება, როგორც საერთაშორისო დამნაშავე, მანამდე ვერც თავად მოისვენებს და ვერც ჩვენ მოვისვენებთ”, – განუცხადა prof-news-ს ხაჭაპურიძემ.

Visited 200 times, 1 visit(s) today