გაიჭრა 5 კილომეტრზე მეტი უშუალოდ ცეცხლის კერამდე მისასვლელი გზა

30/08/2017

აბასთუმნის ტყეში არსებული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები, ადგილზე მობილიზებულია 7 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც საგანგებო შტაბის ზედამხედველობით ახორციელებს გზის გაკაფვის სამუშაოებს. ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა ცეცხლის კერებამდე გზის მიყვანის სამუშაოებს. გაიჭრა 5 კილომეტრზე მეტი უშუალოდ ცეცხლის კერამდე მისასვლელი გზა, რათა სპეცტექნიკას გაუადვილდეს ცეცხლის კერებამდე მისვლა და ცეცხლის ლოკალიზება. ამ დროისათვის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ადგილზე ასევე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ავიაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0