გაიხსნა გზა, რომელიც თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს დააკავშირებს

22/07/2017

გაიხსნა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სავტომობილო გზა თიანეთი – ზარიძეები – ჟინვალის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი. გზა რომელიც კიდევ უფრო მეტ სთრატეგიულ მნიშვნელობას შესძენს დუშეთისა და თიანეთის მინიციპალიტეტებს. სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. სავტომობილო გზის გახსნას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ივანე იზორია დუშეთისა, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0