გამგებელმა დაგვაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა

08/07/2016

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად დაგვაში სტიქიის შედეგად დაზარალებული შოთა ბროლაძის ოჯახი მოინახულა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ბროლაძეების საცხოვრებელი სახლი სტიქიის შედეგად დაიმეწყრა. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. ოჯახი ევაკუირებულია და მათ საფრთხე არაღ ემუქრებათ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.
ქობულეთში დილიდან წვიმს. უამინდობას მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. გამგეობაში სტიქიის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება. გამგეობაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 100 107. ზარი უფასოა.
ძლიერი წვიმის შედეგად გამთენიისას ჩაიკეტა ქობულეთი-ბობოყვათი-დაგავს ცენტრალური გზა და დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები. ოპერატიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ დროისათვის სატრანსპორტო მიმოსვლა და ენერგომომარაგება აღდგენილია. გადაუღებელი წვიმის გამო მეწყერული პროცესები განვითარდა დაბა ჩაქვში, ხალაში და ჩაისუბანში, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0