გამგებელმა სტიქიით დაზარალებულები მოინახულა

19/04/2017

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაბა ოჩხამურში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულები მოინახულა. საერთო საცხოვრებელს, რომლშიც რვა ოჯახი ცხოვრობს ქარიშხლმა სახურავი და ფასადი დაუზიანა. ამ ეტაპისთვის ორი ოჯახი გაყვანილია, ხოლო დანარჩენებს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტაბილურია. სტიქიამ 6 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. დილით ხალას მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა, ამ ეტაპისთვის ელექტრო მომარაგება აღდგენილია. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურმა დაზარალებულების მდგომარეობა შეისწვლა, მიმდინარეობს საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. დაზარალებულებს გამგეობა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0