გამგებელმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაზარალებულების მდგომარეობას პირად გაეცნო. ნადიმ ვარშანიძე კაპრეშუმში მცხოვრებ გორგილაძეების ოჯახი იმყოფებოდა და დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე გორგილაძეებს დროებით ბინას უქირავებენ და გეოლოგები მუშაობას კი ხვალიდან დაიწყებენ.
ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებულმა მეწყერმა გორგილაძეების ოჯახს მანდარინის ბაღი და ნათესები გაანადგურა, დაიბზარა საცხოვრებელი სახლის კედლები. ოჯახის წევრები თავს დროებით მეზობლებს აფარებდნენ.
პარალელურად სოფლებში მიმდინარეობს გზების და საკარ-მიდანო მიწის ნაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები.
რა მატერიალური ზიანი მიადგა სტიქიის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს უახლოეს მომავალში დაითვლება.

Visited 170 times, 1 visit(s) today