გამგეობის სამსახურის უფროსების საანგარიშო მოსმენა დასრულდა

04/04/2017

საკრებულოს ბიურომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსების 1 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშები მოისმინა. დღეს ბიურო ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის განვითარების სანსახურის უფროსის – გოჩა აბაშმაძის, განათლების, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის – მაიზერ ცელაძის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფორსის – ნატალია ხომერიკის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ეკონომიკის განვითარების განყოფილების უფროსის – თეა კუპრაძის და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ხელმძღვანელის – ილია ლეჟავას 1 წლის საქმიანობს ანგარიშებს გაეცნო. გამგეობის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებმა ბიუროს წევრების შეკითხვებსაც უპასუხეს. სამსახურის უფროსები 2016 წელს განხორციელებულ საქმიანობებს საკრებულოს მორიგ სხდომაზეც შეაჯამებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0