გამთენიიდან ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის მორიგი თათბირი ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ. თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა და სტრატეგია განიხილეს.
შერეულ ტყის მასივში ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში, ხანძრის კერებთან იმყოფებოდა ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომელიც ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოებს სხვადასხვა ცეცხლმაქრი ხელსაწყოსა და წყლის ჭავლის გამოყენებით ახორციელებდა. გამთენიიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო ავიაცია.

Visited 162 times, 1 visit(s) today