გამწვანების აქცია გაიმართა ვანის მუნიციპალიტეტში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვანის მუნიციპალიტეტში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა. სოფელ ამაღლებაში 1.5 ჰა. მიწის ფართობზე 2 500 – მდე ძირი ხე დაირგო. აქციაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე და ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ ჩართულები.
იმერეთის რეგიონში მსგავსი ტიპის აქცია 12 – ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. მხარეში სულ 57 000 ძირი ხე 27 ჰა–ზე დაირგვება. აღნიშნული ღონისძიების მიზანს ქვეყანაში მწვანე საფარის გაზრდა და ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება წარმოადგენს.

Visited 144 times, 1 visit(s) today