განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა ფინეთის ელჩთან შეხვედრაზე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი გრეტა წიწავა ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კირსტი ნარინენს შეხვდნენ. მხარეებმა ფინეთსა და საქართველოს შორის განათლებისა და მეცნიერების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები. ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე 5 თემატური მოკვლევის ფარგლებში ფინური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიდრე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევები დასრულდება, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მივიღოთ ფინური მხარისგან. მისასალმებელია ფინური მხარის მზადყოფნა ჩვენთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე. ვფიქრობ, მომდევნო თვეების განმავლობაში კომუნიკაცია კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Visited 27 times, 1 visit(s) today