გარდაბანში სასმელი წყლის მოწყობის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

30/06/2017

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მოწყობის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.

ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია შპს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“, კერძოდ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახალსოფლის, ნორიოს, მარტყოფის წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების: სათავე ნაგებობის ნაწილობრივი მოწყობა, ჭაბურღილების და მათი შემკრები კოლექტორის, შემკრები რეზერვუარის, მდინარისგან დამცავი გაბიონების და სატუმბი სადგურის მოწყობა. საქლორატოროს მოწყობა და მაგისტრალური წყალსადენის ნაწილობრივი მოწყობა (სათავე ნაგებობიდან გომბორის გზამდე). სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებისთვის კომპანიას დრო 2017 წლის 29 დეკემბრამდე აქვს.

პროექტის ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს, 2017 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოების შესასრულებლად 8 მილიონი ლარია გამოყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0