გარდაბნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში წმიდა დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩააბრძანეს

17/10/2017

ქალაქ გარდაბნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში წმიდა დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მართლმადიდებელ მრევლს საშუალება მიეცა, სამი დღის განმავლობაში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მიეახლოს.
17 და 18 ოქტომბერს, დილის წირვის შემდეგ პარაკლისი, საღამოს 16 საათზე კი მწუხრის ლოცვა აღევლინება.
19 ოქტომბერს, დილის წირვის შემდეგ, კვლავ პარაკლისი აღევლინება და საღამოს, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ბოლნისის ეპარქიაში გადააბრძანებენ.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს და 6 თვის განმავლობაში სრულიად საქართველოს მოატარებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0