გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის ღია განხილვა გაიმართა

გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის ღია განხილვაში დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრთან გოგი მეშველიანთან და კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მადგილე ზაზა ხუციშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა, რომელსაც ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი ექსპერტები, გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მედიის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ორ წლიანი მუშაობის შემდეგ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტის ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი” სამუშაო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას არსებულ კანონმდებლობაში და ახალი რეგულაციების შემოტანას.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანზაციების ქსელის CENN გერმანული ფონდის Bread for the World ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს რეგიონულ პროექტს ,,გარეოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში”, რომლის ფარგლებში, სამ მუნიციპალიტეტში ბოლნისში, ტყიბულსა და ჭიათურაში გაიმართება გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის საჯარო განხილვები.
რეგიონებში ღია განხილვების მოწყობის მიზანია დაჩქარდეს კოდექსის საპარლამენტო განხილვა და შემდგომში არსებულ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი.
“პირველ რიგში ჩვენი მთავარი ორიენტირი არის თითოეული ადამიანი და მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა . ცხადია, ეს კოდექსი ჩვენ, პირველ რიგში მოგვეხმარება გავაუმჯობესოთ გარემოსდაცვითი საქმიანობა. გარდა ამისა, ჩვენს მეწარმეებს ექნებათ საშუალება ამ შეფასების საფუძველზე დეტალურად გათვალონ რისკები , შეაფასონ თავისი კომპანიის საქმინობის პერსპექტივები”,- განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გოგი მეშველიანმა.
“ამ პროექტის განხილვაში ძლიან მნიშვნელოვანია ჩვენი მონაწილეობა , რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს. დგება დრო როდესაც ჩვენმა ქვეყანამ და იმ ადამიანებმა , ვისაც ხელეწიფებათ ეს , უფრო მეტი უნდა იზრუნოს გარემოზე, რადგან 90-იან წლწბში მოგეხსენებათ, ერთადერთი მიმართულება იყო რასაც ნაკლებ ყურადღება ექცეოდა, ოღონ ბიზნესი დაძრულიყო და ნაკლებად ფიქრობდნენ , თუ რა გავლენას მოახდენდა ესა თუ ის ქმედება გარემოზე .დღეს, მადლობა ღმერთს სხვა დონეზე ვდგავართ და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ ბიზნესი , ვინაიდან ეს ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, მეორეს მხრივ დაცული უნდა იყოს ჩვენი გარემო იმისგან, რომ მოპოვებამ , გადანუშვებამ ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს. ამიტომ, დეტალურად გავეცნობით , გვექნება საკომიტეტო მუშობა ამასთან მიმართებაში.ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, რაც მოვისმინე, რომ მნიშვნელოვანი როლი აქვს მინიჭებული ადგილობრივი მოსახლეობის და საზოგადოების ჩართულობას”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილებ ზაზა ხუციშვილმა.

Visited 148 times, 1 visit(s) today