გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება

29/07/2017

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაცია,მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ლიტვის სატყეო პოლიტიკაზე, სატყეო მეურნეობის მართვის სტრუქტურაზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ასევე ლიტვის სატყეო სექტორის საქმიანობას გაეცნენ.
ასევე შეთანხმდნენ, რომ ქართული მხარე სამომავლოდ შეძლებს ტყის მდგრადი მართვის გაზიარებას, საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ქართველი სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0