ალბათ გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ ლიდერის შესახებ დასკვნები გააკეთო, – ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა “ტაბულას” რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელმაც პრემიერს განუცხადა, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი პირი კი არ არის, არამედ დამკვირვებელი. მოსახლეობის 2/3 იზიარებს იმ აზრს, რომ ქვეყნის მმართველი არა ის, არამედ ბიძინა ივანიშვილია.
“მე არ ვიზიარებ იმ განცდას, რომ მე დამკვირვებელი ვარ. ალბათ გარკვეული დრო არის საჭირო იმისთვის, რომ ლიდერის შესახებ დასკვნები გააკეთო. შეიძლება ეს დრო თქვენთვის ჯერ არ გასულა, ვიღაცებმა შესაძლოა დასკვნები გააკეთეს. ვფიქრობ, გარკვეული დროის შემდეგ თქვენც გაგიჩნდებათ დასკვნები, რომ მე დამკვირვებელი არ ვარ ამ პოზიციაში”-განაცხადა კვირიკაშვილმა.